ქვიარ ინიციატივა ახლად ჩამოყალიბებული, არარეგისტრირებული აქტივისტური ჯგუფია, რომელიც ძირითადად Gen Z და ახალგაზრდა ქვიარ აქტივისტებისაგან შედგება.
ჯგუფის მიზანია: აწარმოოს კამპანიები ქვიარ ადამიანების უფლებების, თანასწორობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად; ხელი შეუწყოს აქტივისტურ მობილიზაციას; გაანათლოს და აამაღლოს ცნობიერება; შექმნას თავისუფალი თვითგამოხატვისა და სათემო მხარდაჭერის პლატფორმა.